ვიდეოკამერები კლასებში
161skola
საჯარო სკოლების X-XII კლასების ოთახებში ვიდეოკამერების დაყენების 10 მიზეზი:

1. უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის მხარდაჭერა;
2. სკოლის მანდატურის სამსახურის მუშაობის ხელშეწყობა;
3. სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი;
4. სადამრიგებლო პროგრამის შესრულების მონიტორინგი;
5. სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
6. სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
7. მშობლებთან გამჭვირვალე ურთიერთობების ხელშეწყობა;
8. მასწავლებლისა და მოსწავლის ეთიკის კოდექსისა და სკოლის შინაგანაწესის დაცვა და შესრულება;
9. მოსწავლეთა ინტერესების დაცვა და მათი პრობლემებისა და საჭიროებების დადგენა და პრევენცია;
10. მასწავლებლის ინტერესების დაცვა და საგაკვეთილო პროცესში მისი ობიექტური შეფასება.


აქ მოცემულია ის 10 მიზეზი, რომელიც ვფიქრობ გაამართლებს ვიდეოკამერების დაყენებას საკლასო ოთახებში. სსიპ ქალაქ თბილისის #161 საჯარო სკოლა ფიქრობს აღნიშნული ინიციატივის გაჟღერებას და დანერგვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა განმარტება, რომლებიც საწინააღმდეგო არგუმენტებს მოიყვანენ. წინასწარ მადლობა ყველას გამოხმიანებისთვის.

დაწყებითი კლასის პედაგოგი
161skola
დაწყებითი კლასის პედაგოგი
დაწყებითი კლასის პედაგოგი, ეს ის ადამიანია, რომელიც ბავშვის ცნობიერებაში, ღრმა კვალს ტოვებს. ხუთი–ექვსი წელი ეს ის ასაკია, როდესაც ის იწყებს არა მხოლოდ წერა–კითხვას და ანგარიშს, არამედ ცუდის და კარგის გარჩევას. ცდილობს პასუხის მიღებას კითხვებზე: რატომ? როგორ? რისთვის? სწორედ ამიტომაც დაწყებითი კლასის პედაგოგის ფუნქციური დატვირთვა და პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია. ის ვალდებულია შეიმუშავოს სწავლების ისეთი სტრატეგიები, რომლებიც ბავშვს სწავლის ინტერესს გაუღვიძებს და სწავლების სტიმულს მისცემს. ამრიგად, დაწყებითი კლასის პედაგოგი, გარდა იმისა, რომ უნდა ასწავლონ, პასუხისმგებლები არიან ბავშვების ჩამოყალიბებას სწორი მიმართულება მისცენ და დაანახონ სხვაობა, მწიგნობარსა და უწიგნურობას შორის. მისი მიღწევა კი სწორად შერჩეული სწავლების მეთოდისა და სისტემის შემუშავებით არის შესაძლებელი.
მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლის მიერ შერჩეული სწავლების მეთოდი, ითვალისწინებდეს არა მხოლოდ კონკრეტული საგნის შესწავლას, არამედ ბავშვის ანალიტიკური აზროვნების, მსჯელობის, დასკვნების გამოტანის, გაანალიზებულის სწორად აღქმის, საკუთარი შეხედულების, აზრის ჩამოყალიბებისა და ზოგადად, აზროვნების განვითარება.
შესაძლებელია, ინტელექტუალური, ერთი შეხდვით მარტივი, მაგრამ პროდუქტიული თამაშების მოფიქრება, რომელიც ბავშვისთვის საინტერესოს და სასიამოვნოსაც კი გახდის სწავლების პროცესს.
უახლესი მიდგომა – „ისწავლე თამაშით“, რაც მოიცავს ბავშვის თავისუფალი აზროვნების განვითარებას, სტერეოტიპების ნგრევას, რომელიც დაფუძნებული იყო ძალდატანებით სწავლებაზე. უმთავრესი ფაქტორია ბავშვს აინტერესებდეს სწავლა და არა ეშინოდეს, რომ თუ არ ისწავლის მას გაუბრაზდებიან.

პროექტი – „circus stars “
161skola
პროექტი – „circus stars “

2012 წლის თებერვლის თვეში 161–ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული კითხვის წამახალისებელი პროექტი „circus stars “. ჩვენს სკოლაში 2600–მდე მოსწავლე სწავლობს, ძალიან ბევრ ბავშვს უნდოდა ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ, სამწუხაროდ პროექტს აქვს თავისი წესები. ამიტომ ავარჩიეთ საუკეთესოთაგან საუკეთესო 30 მოსწავლე.
ამ პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს წაეკითხათ წიგნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კითხვის უნარ–ჩვევის განვითარებისათვის. კითხვის დროს მოსწავლეს შეეძლო ლექსიკონში ჩაუხედავად კონტექსტის მიხედვით გაცნობოდა სიტყვის მნიშვნელობას. წაეკითხა უცნობი სიტყვის წინა და შემდგომი ლექსიკური ერთეული და მისი საშუალებით გამოეცნო მნიშვნელობა. ეს ეხმარება მოსწავლეს სწრაფი კითხვის ჩვევის გამომუშავებაში. ბავშვებმა ძალიან ბევრი იმუშავეს.მათ წაიკითხეს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები.ეცადნენ მოესწროთ და უფრო მეტი წიგნი წაეკითხათ 21 დღის მანძილზე.აღმოჩნდნენ ბავშვები, რომლებსაც 13–14 წიგნი წაიკითხეს,რაც ვფიქრობ საუკეთესო შედეგია.
მათ გააკეთეს პრეზენტაცია, გამოძერწეს ფიგურები წაკითხული ნაწარმოების მიხედვით, მათთვის ეს იყო ძალიან სახალისო.ჩაუტარდათ მასტერკლასები ბრიტანეთის საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტის დახმარებით. პროექტის მიზანი მიღწეულია. ბავშვებმა მითითებულზე ბევრად მეტი წიგნი წაიკითხეს და გამოუმუშავდათ კითხვის და წაკითხულის აღქმის უნარ–ჩვევა, ასევე ძალიან კარგად იმუშავეს ჯგუფურად.სწორედ მოსწავლეთა აქტიურობით, მშობელთა ჩართულობით, პედაგოგთა და პროექტის ხელმძღვანელთა მონდომებით და დახმარებით ეს პროექტი წარმატებით დასრულდა.

დამრიგებლის ტიპები
161skola
დამრიგებლის ტიპები

დამრიგებლის როლი სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია. მისი ქცევები და მოსწავლეთა შეფასებები დიდ როლს ასრულებს მათი მაღალი თვითშეფასების და საკუთარი რწმენის ჩამოყალიბებაში. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დამრიგებლის ფუნქციაში შედის მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების დამყარება კლასთან, მასწავლებლებთან, სკოლასთან და სასკოლო საზოგადოებასთან. დამრიგებლის მუშაობა `ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; ასევე უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას .... და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში~. (ეროვნული სასწავლო გეგმა 2010-211). თითქმის იგივე მეორდება ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
საინტერესოა რამდენად ახერხებს დამრიგებელი გარდა ზემოთ ნახსენები მოვალეობებისა საკუთარი ემოციური ინტელექტის1 სწორად და შესაბამის რეაგირებებს?
დამრიგებლის ემოციური მხარე საქართველოში ნაკლებად არის შესწავლილი. მისი შეფასებები, შეხედულებები აზრობრივად არ არის მწყობრი და პროფესიული. დამრიგებლის საქმიანობის შესახებ კვლევები მწირია ჩვენს ქვეყანაში.
ჩემი დაკვირვებებიდან და დამრიგებლებთან საუბრებიდან გამომდინარე საქართველოში ძირითადად გამოვყოფდი 5 ტიპის დამრიგებელს:

1. დამრიგებელი – მზრუნველი;
2. დამრიგებელი – საყვარელი;
3. დამრიგებელი - `ეგოისტი დედა~;
4. დამრიგებელი – მოვალეობა;
5. დამრიგებელი – პროფესიონალი.

 დამრიგებელი – მზრუნველი. ასეთი ტიპის დამრიგებლებს მიეკუთვნებიან მასწავლებლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ უყვართ თავიანთი მოსწავლეები ყველაზე ძალიან და მათი გულისთვის ისინი სემესტრის ბოლოს ზრუნავენ თავიანთი მოსწავლეების ნიშნებზე, აკადემიურ მოსწრებაზე და საკუთარი კლასის წარმატებაზე. ზოგჯერ როდესაც ესა თუ ის საგნის მასწავლებელი მის კლასზე შენიშვნას აძლევს მისი რეაქცია ხშირ შემთხვევაში არაადექვატურია და რბილად რომ ვთქვათ თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს. მისთვის კლასის შეურაცხყოფა ეს მისი პირადი შეურაცხოფაა; ისინი საკუთარ მოსწავლეებში პოპულარობით სარგებლობენ. სემესტრის ბოლოს მოსწავლეებში მისი გავლენის პიკი ზენიტს აღწევს, რაც მას ძალიან სიამოვნებს. ასეთი ტიპის დამრიგებლები საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში მოიძებნება.

 დამრიგებელი – საყვარელი. ეს არის ტიპი, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მოსწავლეებს სხვა საგნის მასწავლებლებისაგან განსხვავებით ძალიან უყვართ. ყოველთვის მოსწავლეებთან შეხვედრისას ცდილობს ხაზი გაუსვას მისი პოზიციის უპირატესობას. თითქმის არასდროს არ ახასიათებს სხვა მასწავლებლებს დადებითად. ხშირად არის მის მოსწავლეებსა და სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან გარკვეული სახის კონფლიქტები. ის ყველა გზით ცდილობს დაიცვას თავისი მოსწავლე და სხვა მოსწავლეების თვალში გახდეს `საყვარელი~ დამრიგებელი. შედეგად მოსწავლეებსაც უყვართ თავიანთი `საყვარელი~ მასწავლებელი.


 დამრიგებელი – `ეგოისტი დედა~. ცდილობს იყოს სკოლაში საუკეთესო დამრიგებელი. თითქმის არასდროს არ თანამშრომლობს სხვა დამრიგებლებთან. თავისი კლასის წარმატებებს არა სკოლას, არამედ საკუთარ თავს მიაწერს. ყველანაირი ხერხებით ცდილობს კლასს გაყვეს ბოლომდე (სანამ კლასი არ დაამთავრებს სკოლას). ასეთი ტიპის დამრიგებლები დღემდე გვხდება. მოსწავლეებს უყვართ `ეგოისტი დედა~, რომელიც მათთან მუდამ არის.

 დამრიგებელი – მოვალეობა. ამ ტიპის დამრიგებელს მხოლოდ მოვალეობის მიზნით აქვს ჩაბარებული ეს პოზიცია. მისთვის ყველაფერი ცივი და უემოციოა. თვლის, რომ დაბალი მოტივაციის მთავარი მიზეზი დამრიგებლის დაბალი შემოსავალია. ხშირად არ თანამშრომლობს მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. არ აინტერესებს და არ გამოხატავს საკუთარი მოსწავლეების წარმატებებს და წარუმატებლობებს. ზედმიწევნით აწარმოებს დოკუმენტაციებს და ყველანაირად ცდილობს ადმინისტრაციასთან არ გაიფუჭოს ურთიერთობები.

 დამრიგებელი – პროფესიონალი. ამ ტიპის დამრიგებელი ყველა საქმეს პროფესიონალურად უდგება. კლასში მისთვის არ არის ე.წ. `საყვარელი~ ან `ფავორიტი~ მოსწავლეები. ყველა მოსწავლესთან თანაბრად ავლენს სითბოს და თბილ დამოკიდებულებას. მისი მოსწავლეების შეფასებები ადექვატური და სამართლიანია. მშობლებთან აქვს ჯანსაღი ურთიერთობა და ხშირი კომუნიკაცია.

ჩემი შვილები (გიორგი და ანნა)
161skola

(no subject)
161skola
გამარჯობა

?

Log in